ვეფხია კასრაძის ადვოკატი - დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა - ერთი კაცის სასამართლოა, მოსამართლე და პროკურორები სხედან და ამ საქმეს იხილავენ

დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა - ერთი კაცის სასამართლოა, მოსამართლე და პროკურორები სხედან და ამ საქმეს იხილავენ, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობისთვის დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თავად მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარბაზი შეეცვალა და ეს არის შემთხვევა, როცა სასამართლო უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

„თვითონ მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარბაზი შეეცვალა. ფაქტობრივად, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყოფნა და სუნთქვა, ერთ-ერთი ბრალდებული გახდა ცუდად, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბრიგადამ პაციენტი გასინჯა და უთხრა, რომ უჟანგბადობის გამო გახდა ცუდად. ეს ცნობა მოსამართლეს წინ ედო. ამ ახალი გარემოების გამოვლენის მიუხედავად, მან დარბაზი არ შეცვალა. დარბაზის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობდა. მოსამართლემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პროცესში მონაწილე პირების ღირსება და პატივი არ შეილახოს. დღეს პროცესზე ბრალდებულების ღირსება და პატივი ვერ იქნა დაცული, მათ შორის, ვერც ადვოკატების, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება გვქონოდა. არ მოგვეცა საშუალება, რომ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ახლა არის ერთი კაცის სასამართლო, როდესაც მოსამართლე და პროკურორები სხედან და ამ საქმეს იხილავენ. ეს არის შემთხვევა, რომ სასამართლო ასე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ღირსებასა და პატივს და თვითონ მოსამართლემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, დარბაზი შეეცვალა“,- განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ, „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სასამართლოში რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა