სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო - დაყავი და იბატონე

საბერიოში ტრაგედიის დღეებშიც და შემდგომ მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა - ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც ჩვენი მომავალია, არა ტრაგედიებით რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რომელსაც რუსეთი მუდამ ებრძოდა და ებრძვის და რაშიც რუსეთი დამარცხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება,- ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ზუგდიდში აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო - დაყავი და იბატონე - და ყველანაირად ეცადა.

„მინდა გავიხსენო ის ტრაგედია, რომელიც აქედან ძალიან ახლოს მოხდა - საბერიოში, ბავშვები, რომლებიც ამ დიდ უსამართლობას ემსხვერპლნენ. მინდა ჩემი მწუხარება გავუზიარო საბერიოსა და მთლიანად აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას.

მინდა ვთქვა, საბერიოში ტრაგედიის დღეებშიც და შემდგომ მოხდა ის, რაც დიდი ხანია არ შემდგარა - ერთობა აფხაზებისა და ქართველების, ძალიან დიდი ერთობა ამ ტრაგედიის ირგვლივ და ამ ტრაგედიის გამო. ეს არის ის, რაც ჩვენი მომავალია, არა ტრაგედიებით რა თქმა უნდა, არამედ ჩვენი ერთობა. ეს არის ის, რომელსაც რუსეთი მუდამ ებრძოდა და ებრძვის და რაშიც რუსეთი დამარცხდება, იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება.

რუსეთის მიზანი ისტორიულად იყო - დაყავი და იბატონე - და ყველანაირად ეცადა. ეს სამეგრელოსაც შეეხო, ამიტომ არის რომ დღემდე, ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს.

არანაირი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული და მომავალი და ვერავინ ვერ წაგვართმევს - ვერც მეგრულ და სვანურ ენებს, ვერც სამეგრელოს და ვერც აფხაზეთს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი