სალომე ზურაბიშვილი - არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება - საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს, რომ აღარ იყოს  საუბარი, ეს პარტია არ მომწონს, ის არ მომწონს - თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა!

არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა ახალი პარტიები ჩამოყალიბდეს, რომელიც იმ საქართველოს ასახავს, რომელიც „დღეს იბადება“.

„საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან, ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც თავიანთი ადგილი ექნებათ. მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიძლიერეა, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება.

საჭიროა მზადყოფნა - დამკვირვებლები. ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის, ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, კიდევ უფრო კარგია მომზადება იმისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის.

არ უნდა აღმოვჩნდეთ მოუმზადებელი მომავალი არჩევნებისთვის. მე პირადად ვმუშაობ იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ ის პირობები, რომელიც იქნება მინიმალური, რომ ჩვენ და თქვენ, ყველამ დავიჯეროთ, რომ არჩევნები იქნება მართლაც თავისუფალი და დაცული, ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოს. სხვა გზა არ არის. ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის, თუ გვინდა ჩვენ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე, ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი - რაც სწორია და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ და მომზადებულიც. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩემი მოვალეობა, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად.

დიდება საქართველოს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით