ავთანდილ ვარსიმაშვილი - იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას და მაინც არ უშვებ? რა არის ეს, უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი? - როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!

მოდი, პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ანდრო [ჭიჭინაძე] სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? - ეს არის უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო! - ამის შესახებ „თავისუფალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

ვარსიმაშვილი რიტორიკულ კითხვას სვამს, რა ჰქვია სასამართლოს მხრიდან ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებას მაშინ, როდესაც იცის, რომ მას ბევრი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში და ამასთან, მისი და მისი მეგობრების ციხეში დატოვება, კიდევ უფრო ააღელვებს ისედაც აღელვებულ საზოგადოებას.

„კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ახლა ჩემს კოლეგაზე, ანდრო ჭიჭინაძეზე მინდა ვთქვა. მისალმებით ვიცნობ, არ გვიმუშავია ერთად, მაგრამ რა ცნობა უნდა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ნათელი და სუფთა ბიჭია. კარგი, დავუშვათ, რომ სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ბრალდებული, დავუშვათ, რომ ათასობით ადამიანმა, ვინც მისი განთავისუფლება ვითხოვეთ, არ ვიცით და აი, კვალიფიციურმა სასამართლომ კი, რაღაც ისეთი იცის, რასაც მხოლოდ პროცესზე დაამტკიცებს პროკურატურა და ყველას გაგვაგებინებს. კი ბატონო, მოდი პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. მაგრამ კითხვები მაინც მაქვს: იმ ბრალდებით, იმ კვალიფიკაციით, იმ საქმით, რითაც აღიძრა და რითაც უნდა განიხილონ პროცესზე, ანდრო სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? გარეთ გამოსული ანდრო, იმ „ნაცემ“ პოლიციელებს ჩუმად გაურიგდებოდა და ისინი მერე იტყოდნენ პლასტმასის ბოთლი მაგან არ გვესროლაო? ანდრო სადმე მთებში გაიხიზნებოდა თუ უპასპორტოდ გადაკვეთდა საზღვარს? მართლა მაინტერესებს, რაში სჭირდებათ მისი დაკავება? მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე? მით უფრო, რომ ამდენი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში. თან ისიც იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება მხოლოდ უფრო ააღელვებს ისედაც საკმარისზე მეტად აღელვებულ საზოგადოებას? და მაინც არ უშვებ? რა არის ეს? უჭკუობა? ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!“- წერს ვარსიმაშვილი.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა