საზოგადოებრივი ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე - საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო

დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები - საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებულების, გიორგი გიორგაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებია, სხვა მტკიცებულებები კი ბრალდების მხარეს მოპოვებული არ აქვს.

„დაცვის მხარეს არ მოგვეცა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით, მოგვესმინა ბრალდებულების პოზიციები, ვინაიდან ისინი უკვე წაყვანილები იყვნენ საბადრაგო სამსახურის მიერ დაწესებულებაში.

გიორგი გორგაძის პოზიცია არ ვიცოდი, ჯავახიშვილს ვიცავდი, თუმცა მასთანაც არ მომეცა გასაუბრების შესაძლებლობა იმის შესახებ, რა მოთხოვნა და პოზიცია ჰქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვის მხარე დღეს ეს შესაძლებლობა მოესპო.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მოკლედ განაცხადა, რომ აკმაყოფილებდა ბრალდების შუამდგომლობას და ძალაში დატოვა პატიმრობა.

ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი საქმეში არც ჯავახიშვილთან და არც გიორგაძესთან მიმართებით. მხოლოდ არის ექსპერტიზის დასკვნები. სახეზე არცერთი ჩანს და რაზე დაყრდნობით მიიღო ექსპერტიზამ გადაწყვეტილება. სასამართლოც ამაზე დაყრდნობით აპელირებს, რომ ეს იყო თუნდაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, დღემდე გამოძიებას ახალი მტკიცებულება მოპოვებული არ აქვს საქმეში. დღესაც ვერ წარმოადგინა. ასე რომ, საქმეში მტკიცებულება კი არა, მტკიცებულებების ერთობლიობაც არ არსებობს, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა მიეღო“,- განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

მანამდე, 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში