მსახიობი ანა ტყებუჩავა - ვუერთდებით ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს და თავისუფალ საქართველოს სჭირდება

იმისთვის ვდგავართ აქ, რომ ჩვენთან სასამართლო არ არსებობს, ჩვენ, ყველა ვართ მარტო და ეს მარტო ადამიანები გავერთიანდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვიცავდეს,- ამის შესახებ მსახიობმა ანა ტყებუჩავამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, რომელსაც “ჩცდ მარშთან” ერთად შეუერთდა.

მისი თქმით, მარშის მონაწილეები უერთდებიან ყველა იმ მოთხოვნას, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავისუფალ საქართველოს სჭირდება.

„დღეს „ჩცდ მარში“ გვქონდა. ისედაც აქ ვდგავართ ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე. სერიალში ისეთ თემებს ვეხებით, ჩვენი გმირები ისეთ უსამართლობას აჟღერებენ, რომ უფლება არ გვქონდა, დღეს ასე, ოფიციალურად არ დაგვეჭირა მხარი და სოლიდარობა არ გამოგვეცხადებინა რეჟიმის პატიმრებისთვის. ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს და თავისუფალ საქართველოს სჭირდება.

სამწუხაროდ, არ ვიცი, რა იქნება ამ პროცესების გაგრძელება. არ მაქვს უფლება, რომ ისინი გავამხნევო…

ჩვენ ხომ ამისთვის ვდგავართ აქ, რომ ჩვენთან სასამართლო არ არსებობს. ჩვენ, ყველა ვართ მარტო, ცალკე და ჩვენ ეს მარტო ადამიანები გავერთიანდით, რათა ჩვენი ქვეყანა გვიცავდეს. ასეთი ქვეყანა გვინდა”,- განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება