ადვოკატი - გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით - ამ ეტაპზე, არის უკეთ და იმყოფება “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

ადვოკატის განცხადებით, თბილისში, 11 იანვრის აქციაზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი, ამ ეტაპზე, არის უკეთ და იმყოფება “ალადაშვილის კლინიკაში”, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ამის შესახებ ადვოკატი ილონა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გია ჯვარშეიშვილის დაკავება განხორციელდა ძალის გადამეტებით, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

"გიას ინფორმაციით, დაკავების წუთიდან ჩვენთან შეხვედრამდე მას პოლიცია აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც როცა გია ვნახეთ, იყო ძალიან აღელვებული (მცირე ხნით გავესაუბრე, ამიტომ სრულად თვითონ მოგვიყვება); დაკავებიდან მალევე სასწრაფო დახმარების ექიმების გადაწყვეტილებით გადაიყვანეს კლინიკაში; კლინიკაში გადაყვანის წუთიდან ათამდე პოლიციელი იმყოფებოდა კლინიკაში, რაც რასაკვირველია გიას მდგომარეობაზე ცუდად აისახებოდა, იყო აღელვებული; ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პოლიცია გიას არ ათავისუფლებს ე.წ. ხელწერილის საფუძველზე და არც იმას გვისაბუთებს რა არის დაკავების საჭიროება; დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში მარჯვენა ხელზე არ მოხსნეს ხელბორკილი, გვეუბნებოდნენ რომ თუ კი ექიმი ეტყოდა, მხოლოდ მაშინ მოხსნიდნენ; რამდენიმე წუთით მომეცა გიასთან საუბრის უფლება, პოლიციამ არ მომცა მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა; დილამდე გია დარჩება საავადმყოფოში, შემდგომ უკვე ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, გამოწერენ და გადაიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში ან სასამართლოში/ ან მკურნალობას გააგრძელებს კლინიკაში. სტანდარტულად, პოლიცია გიას ედავება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს. ჩვენთან საუბრისას პოლიციელს “წამოსცდა” რომ აპირებენ გიას 48 საათით წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვებას, როცა ჩავეკითხეთ რატომ? თავი გაიმართლა მაქსიმუმი გითხარითო", - წერს ადვოკატი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში