სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს და დაკითხეს. ინფორმაციას გამოცემა Barron's -ი ავრცელებს.

„დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს“, - აღნიშნულია სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ.

ჯარისკაცის თქმით, ჩრდილოეთ კორეულმა ძალებმა ბრძოლის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

სეულის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ჯარისკაცის განცხადებით, დატყვევებამდე, 4-5 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება