აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა - არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირებაა. კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა. "კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შსს-ში ამოწმებს.

ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს