„ძლიერი საქართველო“ - ბათუმში ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პოლიციის მიერ დაწყებული უკანონო ქმედებების ფარგლებში დაკავებულია „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი

ბათუმში ბიძინა ივანიშვილის კონტროლირებადი პოლიციის მიერ დაწყებული უკანონო ქმედებების ფარგლებში დაკავებულია “ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდა ლიდერი ლუკა ნაცვლიშვილი, - ამის შესახებ განცხადებას “ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

„გუშინ ამავე ძალების მიერ ვაჟა დარჩია იქნა გატაცებული. ასევე ტყვეობაში რჩებიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, ისევე როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ახალგაზრდა.

დღეს ძალადობრივი რეჟიმი გადასულია აგრესიის მორიგ ფაზაში, რომლის მიზანიც ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების დასჯაა.

“ძლიერი საქართველო” ემსახურება ქართველ ხალხს! ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თანამოქალაქეების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ფლანგზე ამ არალეგიტიმური რეჟიმის დასამარცხებლად.

ჩვენი თანაპარტიელები ამ წუთას ქართული ოცნების ტყვეობაში იმყოფებიან. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მათ განთავისუფლებას და საბოლოო გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ!

ვითხოვთ ახალ არჩევნებს!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, - წერია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს