შსს-ში აცხადებენ, რომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.

„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განუცხადა დგებუაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დღეს რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერების გაკვრას შეეცადა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ასევე დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე. ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე, "ძლიერი საქართველოს" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი და " გახარია - საქართველოსთვის" წევრი ელიზბარ ჩხიკვაძეც. "ბათუმელების" ინფორმაციით, დაკავებულია გამოცემის ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს