ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - „ქართული კოშმარის“ რეპრესიებს ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების წინააღმდეგ სანქციებით უნდა ვუპასუხოთ

საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები უნდა დაუწესოს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.

„მაშინ, როდესაც “ქართული კოშმარი” ცდილობს გააჩუმოს მშვიდობიანი მომიტინგეები და ოპოზიციის ხმები, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული სანქციებით ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მაცოცხლებლების [enablers] წინააღმდეგ. ეს რეპრესიები არ უნდა იქნას დაშვებული და თავისუფლებაზე თავდასხმის ფასი უნდა იყოს დასჯა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს“, - წერს კოლსი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი