მამუკა ხაზარაძე - ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ - ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრა უპირველესად, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს.

ხაზარაძე ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება.

„ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში ჩვენი ვიზიტის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გავმართეთ. ეს წესად მაქვს, როდესაც აქ ჩამოვდივარ, თუმცა ახლა, ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რადგან დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი დიასპორის აზრის მოსმენა და პოზიციების შეჯერება, რომ ერთ ხმაზე, ერთი სულისკვეთებით ვისაუბროთ ყველა ტრიბუნიდან.

წინ არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გველოდება სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან.

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!,“ - წერს ხაზარაძე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა