ადვოკატის განცხადებით, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე თუმანიშვილის თეატრის დაკავებულ მსახიობს, გიორგი ჩაჩანიძეს დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ვერიკო გაგუამ განუცხადა.

მან ჩაჩანიძე ქალაქის მთავარ სამმართველოში უკვე მოინახულა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ადმინისტრაციული დანაშაული არ ჩაუდენია.

„პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება. არსებობს კადრები, ის გოგოს გამოესარჩლა, რომელსაც ათეულობით პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა, ამ უკანონო ქმედებაში ჩარევისას მოხდა გიორგის დაკავება. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ნაკაწრები აქვს ხელებზე, ყელის მიდამოშიც, ასევე თავის ტკივილიც, ყურები დაგუბებული აქვს. გუშინ სამედიცინო დახმარება გაეწია, დღეს დილითაც მივმართე საპატრულოს თანამშრომელს, რომ იქნებ ხელახლა მოახდინონ მისი დახმარება",- განაცხადა გაგუამ.

ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ