ბექა ლილუაშვილი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე - ყველა დეპუტატს, ჯერ ერთი, აქვს თმენის ვალდებულება - კეთილი ინებონ და მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს

ყველა დეპუტატს, ჯერ ერთი, აქვს თმენის ვალდებულება - კეთილი ინებონ და მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც აბუ-დაბიში მომხდარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი დაპირისპირებები მთლიანად „უგუნური და უსუსური „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან მან ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის“.

„ასეთი დაპირისპირებები, რაც აქამდე მოხდა, ვგულისხმობ, ქუჩაში და რომელიც შეიძლება მოხდეს მომავალში, არის მთლიანად უსუსური და უგუნური „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ყველა დეპუტატს ჯერ ერთი აქვს თმენის ვალდებულება და კეთილი ინებონ და თმენის ვალდებულების ფარგლებში მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და ვგმობთ, ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი შემთხვევები უკავშირდება „ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა არაფერია ამის ფუნდამენტი. ეს უნდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელმა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და გამოსავალი მათ აქვთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, დროულად დანიშნონ ხელახალი არჩევნები და ეს დაპირისპირება დაასრულონ საზოგადოებაში,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის