სოფო ჯაფარიძე - დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე - მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს

დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე - მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ დაკავებულ მოქალაქეებს არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.

„დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ და მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე. ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მე მინდა კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენს გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს