ლაშა გაბიტაშვილის  მეგობარი აბუ-დაბიში მომხდარზე - დაპირისპირება წამოიწყო ირაკლი ზარქუამ, საქმეში ჩართულია პოლიცია, ლაშა მუშაობს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები

აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში პოლიცია ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ლაშა გაბიტაშვილის მიზანია დამნაშავის დასჯა.

ამასთან, მისივე ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი, თუმცა ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ვინ დააკავეს, ზუსტად არ ვიცი. დააკავეს ის, ვინც თეფში ისროლა, თუმცა აქცენტი ამაზე დიდად არ გვაქვს. ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. ლაშა რაზეც მუშაობს არის ის, რომ საქმე აღიძრას და დაისაჯონ დამნაშავეები. საქმეში პოლიცია ჩართული. ლაშა მუშაობს აქტიურად, რომ პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები,“ - განაცხადა ნიკა ხატიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი გუშინდელ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, გუშინდელი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის