ლევან სამუშია - „ძლიერი საქართველო“ ვამბობთ და ვპირდებით, რომ ახალი არჩევნების შემდგომ აუცილებლად იქნება სასამართლოს რადიკალური რეფორმა, სხვა გამოსავალი არ არსებობს!

„ძლიერი საქართველო“ ვამბობთ და ვპირდებით, რომ ახალი არჩევნების შემდგომ აუცილებლად იქნება სასამართლოს რადიკალური რეფორმა, სხვა გამოსავალი არ არსებობს! - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მოსამართლეთა კორპუსის კორპორაციულ საღამოზე, რომელმაც გუშინ, რესტორან „ბაბილოში“, პროტესტის ფონზე ჩაიარა.

აღნიშნული განცხადება სამუშიამ კოალიციის წევრებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო საქართველოში არის უსამართლობის სიმბოლო, „რეჟიმის ბურჯი და ყველაფერ საზიზღრობას, უსამართლობას აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსულმა რეჟიმმა იარსებოს“.

„ესენი არიან თავზე ხელაღებულები და ატყვევებენ საქართველოს მოქალაქეებს და აკეთებენ იმას, რომ საქართველოს გულანთებული ხალხი იყოს ტყვეობაში. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ვამბობთ და ვპირდებით, რომ ახალი არჩევნების შემდგომ აუცილებლად იქნება სასამართლოს რადიკალური რეფორმა, სხვა გამოსავალი არ არსებობს. სასამართლოს სჭირდება რადიკალური რეფორმა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და ყველა იმ ე.წ. მოსამართლემ ამ ათწლეულების განმავლობაში, რომელმაც უკანონოდ პოლიტიკური მოტივებით გამოიტანა განაჩენი, კანონის წინაშე აგოს პასუხი. ეს არის გამოსავალი“, -,განაცხადა ლევან სამუშიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა