ზურაბ ჯაფარიძე - მიხაილ როთი იყო 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე - ჰყავს ფართო სანაცნობო და სამეგობრო პოლიტიკურ წრეებში, გვთხოვა, მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია

მიხაილ როთმა გვთხოვა, რომ მასთან შევინარჩუნოთ კომუნიკაცია და თუ რამე იდეები გვექნება, რაშიც შეიძლება ის ჩართული იყოს და გამოგვადგეს, ყველანაირად დაგვეხმარება, ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მან ჩამოიტანა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიხაილ როთი აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში.

„მთავარი გზავნილი, რომელიც როთმა ჩამოიტანა იყო ის, რომ ის იყო 27 წელი გერმანიის პოლიტიკაში, მათ შორის იყო ძალიან მაღალ თანამდებობებზე, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ის აღარ აპირებს გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად დარჩენას და იყო იმის სათქმელად ჩამოსული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აღარ იქნება გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მას ჰყავს ძალიან ფართო სანაცნობო და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში და ის აპირებს, რომ ისევ ინტერესით დააკვირდეს იმას, თუ რა ხდება საქართველოში. გვითხრა, რომ შევინარჩუნოთ მასთან კომუნიკაცია იმიტომ, რომ ისევ აქტიურად იქნება ჩართული ამ ამბებში და თუ შეიძლება, რომ დაგვეხმაროს და ჩართოს თავისი სამეგობრო, სანაცნობო წრე და დააბრუნოს საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, ის ამას გააკეთებს, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს