თამარ კორძაია - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებისთვის

ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ კორძაიას შეფასებით, მზია ამაღლობელის დაკავება უსამართლობაა.

„ეს არის უსამართლობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის ყველას, ვინც იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, ვინც იბრძვის საქართველოსთვის, ადამიანის უფლებებისთვის. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწორედ მზია ამაღლობელი უნდა დაიჭირონ. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ სხვების უფლებები დაიცვას. მას სხვა არაფერი გაუკეთებია, გარდა ადამიანებისთვის სიკეთის გაცემისა და დღეს ის დაჭერილია, ეს არის უსამართლობა“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 14 იანვარს, 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე