მამუკა მდინარაძე - ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, "პასტა" და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი

ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, "პასტა" და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, დაკავებულია პირი, რომელმაც "დეპუტატებს მხარი დაუჭირა", ახლა კი "მის გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე მიდის საუბარი".

„ნაცის „ბლატაობა“, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს თან, "ნაცმა", რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე, იძველბიჭოს, იგინოს, დედა იგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია ქართველისთვის და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ "პასტა" და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან და მერე, როცა მიხვდება, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი საპასუხო რეაქციაში იმყოფებოდნენ, რეაგირების ფარგლებში იმყოფებოდნენ და აბუ დაბის პოლიციამ ეს გაითვალისწინა, მერე უკვე ეს ამბავი და მთელი სიმძიმის ცენტრი, თავისი საჩივრის თუ დამოკიდებულების პოლიციაში გადაიტანოს ადამიანზე, რომელმაც ამ დეპუტატებს მხარი დაუჭირა და ის ადამიანია ახლა დაკავებული და მის გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე მიდის საუბარი წარმოიდგინეთ. ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი, რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის "ნაცი" პროვოკატორის ქცევის წესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მსგავს ქმედებას არასდროს იკადრებს.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თითოეული ნაბიჯი სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე აგენტების ან აგენტების მოწყვლადი ხალხის შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს წარმოუდგენელია.

„იმ ადამიანზე ბევრი რაღაცა გავიგეთ, ამის იქით ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ჩემ თავს ვცემ პატივს და საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, მაგრამ ეს არის "ნაცის" ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ აქციონ. აქაც იგივე პასუხი გვაქვს, ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა მომხრეებმა, ქართველებმა სისხლით და ხორცით და სულით, რომ იკადრონ მსგავსი რაღაცა, ანუ წარმოიდგინეთ ნაცებისთვის არ უკადრებიათ, ქუჩაში ნაცებს ხედავენ ადამიანები - მკვლელებს, ჯალათებს და ამ სისტემის სათავეში მყოფებს და იმას ატარებენ მოთმინებით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ესენი მოგონილი ბრალდებით დასდევენ დეპუტატებს. ჩემ სამშობლოს ვემსახურო და ქუჩაში არ გავიარო ამაზე მქონდეს საფიქრალი? აქ მართლა თავს შეაკლავს ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ჩემიდან დაწყებული ბევრიდან გაგრძელებული და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ყველა ჩვენგანი ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ჩვენ სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე ვიღაცა აგენტების ან აგენტების მოწყვლად ხალხს, თავის სასარგებლო იდიოტებს, თვითონ რომ ეძახიან, იმათი შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს? მართლა ქართველი კაცი ამისთვის თავს გადადებს და ცოტა დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის