ვაშინგტონში ”ძლიერი საქართველოს” ლიდერები ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, ჯო უილსონს შეხვდებიან

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, აშშ-ს კონგრესში, სენატსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ოპოზიციური გაერთიანების დელეგაცია, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, ტრამპის ადმინისტრაციაში ქართველი ხალხის გზავნილს ჩაიტანს და ახალი არჩევნების გზით, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.

პრესსამსახურის თანახმად, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია პირველ ოფიციალურ შეხვედრას, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, “მეგობარი აქტის” ავტორთან, ჯო უილსონთან გამართავენ.

„შეერთებული შტატების როგორც ახალმა, ისე ძველმა ადმინისტრაციამ, ''ქართულ ოცნებას'' საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი! ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში და ყველანაირად ხელს უშლის ქვეყნის გაერთიანებას და კავშირებს იმ დასავლურ კურსთან, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და საზოგადოებამ აირჩიეს”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე და ჯო უილსონის დღევანდელ გზავნილსაც ეხმაურება.

“ჯო უილსონის დღევანდელი განცხადება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ე.წ. პრემიერი, რომელიც კავშირშია რუსეთთან, ირანთან, „ჰეზბოლასთან“ და ა.შ. არიან შეერთებული შტატების პირდაპირი მტრები”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

რაც შეეხება ოფიციალური ვიზიტის მიზანს, როგორც ხაზარაძე განმარტავს, ისინი შტატებში ქართველი ხალხის მოთხოვნებს გააჟღერებენ.

“ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გადავცეთ ის გზავნილი, თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება ახლა. გადავცეთ იმ ადამიანების გზავნილები, რომლებიც რუსთაველზე არიან ორ თვეზე მეტია და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დღესვე დავიწყოთ საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ეკონომიკური კავშირის აღდგენაზე და ინვესტიციების შემოტანაზე”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება