გიორგი ვაშაძე - სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში - გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება - რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც რესტორან „ბაბილოსთან“ 12 იანვარს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოსამართლეები შეიკრიბნენ რესტორანში, რადგან კლანმა გამოუცხადა თავის ერთგულ ადამიანებს, რომ „ვინც მოხვალთ ხართ ჩვენი ერთგული, ვინც არ მოხვალთ, დისტანცირდებით ჩვენგან“.

„დაპირებული მშვიდობის ნაცვლად, საძაგელმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ ქაოსი და არეულობა მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი უფრო და უფრო ფართოვდება, არსად არ მიდის. ერთი დღის განმავლობაში პროტესტი იყო ბათუმში, აბუ-დაბიში და რესტორან „ბაბილოსთან“.

ეს არის სრული დეგრადაცია, რასაც ადგილი აქვს ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში, რომელიც არის ფულით გახრწნილი ადამიანების ერთობლიობა. ეს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებულია კორუფციით. ივანიშვილმა ყველა ის ადამიანი, ვინც აბუ-დაბიში იყო, ვინც „ბაბილოში“ იყო, ვინც ძალადობდა ბათუმში, ყველა ეს ადამიანი ფულის კეთებით დააკავშირა ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილმა. ყველა მათგანზე აქვს კომპრომატი, ყველა ჰყავს გასვრილი. ამიტომაც ისინი თავხედობენ და ყველაფერზე მიდიან.

ის მოსამართლეები რატომ მივიდნენ იცით „ბაბილოში“? თავის ფულს იცავენ, თავის სიმდიდრეს იცავენ. რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ და ისე შედიოდნენ რესტორანში. გუშინდელ დღეს კლანმა კიდევ ერთხელ დანაშაულზე ხელი მოაწერინა თავის ერთგულ ადამიანებს. კლანმა გამოუცხადა თავის ერთგულ ადამიანებს, ვინც მოხვალთ ხართ ჩვენი ერთგული, ვინც არ მოხვალთ, დისტანცირდებით ჩვენგან. გუშინ 80 ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი არიან 350 მოსამართლიდან დარჩენილი კლანის ერთგული პირები. გუშინ სასამართლოს კლანმა შემოსაზღვრა, რამდენი ვართ დარჩენილი ისინი, ვინც ყველაფერზე წამსვლელი ვართ. ძალიან კარგი რომ უმცირესობაში არიან, უმრავლესობა მოსამართლეებისა არ მივიდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია 12 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.

რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო