თსუ-ის სტუდენტები - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, უნივერსიტეტში ვიქნებით და დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება - რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია

რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიმართვისას განაცხადეს.

სტუდენტები პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტში აპირებენ დარჩენას და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, ისინი ადმინისტრაციას და რექტორს მოუწოდებენ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ სტუდენტებს.

„ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სანამ, ჩვენს თანამებრძოლებს არ მოვუპოვებთ თავისუფლებას და საქართველოს კურსს ევროატლანტიკურ გზაზე არ დავაბრუნებთ. ჩვენი აქ შეკრების მიზეზი კი ერთია - რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ვცვლით, აქამდე სტუდენტები თუ რუსთაველზე ვიდექით და იქიდან ვამბობდით ჩვენს სათქმელს, ახლა ჩვენ ჩვენს სასწავლო კერაში, უნივერსიტეტში ვიქნებით და აქ დავრჩებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება. სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს კი მოვუწოდებთ, გააკეთონ იგივე, შემოუერთდნენ თსუ-სა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ამგვარ ფორმას, ვინაიდან სტუდენტის ხმა ყველაზე ხმამაღლა უნივერსიტეტიდან ისმის. ადმინისტრაციას და რექტორს კი მოვუწოდებთ, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და მაქსიმალურად მხარში დაუდგნენ თავიანთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლისთვის ბრძოლის გამო არიან დაკავებულები“,-აცხადებენ სტუდენტები.

მათი განცხადებით, ბრძოლა მანამდე გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.

„დღეს სტუდენტები შევიკრიბეთ თსუ-ს პირველ კორპუსში, რათა ხმამაღლა გავაჟღეროთ, რომ ჩვენ არ გვეშინია. გავაგრძელებთ სამშობლოსთვის ბრძოლას იქამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას, რომელთა რიგებში არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები“,- ნათქვამია სტუდენტების მიმართვაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე