ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის კონგრესი განწყობილია, მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ქართველ ხალხს სჭირდება

აშშ-ის კონგრესი განწყობილია, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება დღეს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდება ნაბიჯები, ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით და გაიზრდება ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

„ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ემსახურება იმას, რომ გაგრძელდეს და გაფართოვდეს ჩვენი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა - საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსეთის იმპერიას და დაიბრუნოს ევროპული და დასავლური მომავალო, აღდგეს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყანასთან როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება. უნდა გვესმოდეს, კონგრესი განწყობილია ისე, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება დღეს ქართველ ხალხს. უნდა ითქვას, ახალ ადმინისტრაციაში, ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც 20 იანვრიდან იწყებს ფუნქციონირებას არიან გამორჩეული პოლიტიკოსები, ეს არის მარკო რუბიო, ბატონი მაიკლ უოლტსი, რომლებიც არიან გამორჩეულები სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისადმი შეურიგებლობით. ამიტომ, მე ველოდები რა თქმა უნდა იმას, რომ ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით და ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ის ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში აუცილებლად იქნება შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი და მე ვაპირებ სწორედ ეს თემები წამოვჭრათ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება