Georgia Capital ირაკლი გილაურთან დაკავშირებით - ვმუშაობთ აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გასარკვევად

Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საუბარია ხელისუფლებასთან დაახლოებული 25 პირის დასანქცირებაზე, რომელთა შორის არის Georgia Capital-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან არსებული გარემოებების გარკვევის მიზნით აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„Georgia Capital არის ლონდონის ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის აქციონერები ძირითადად ამერიკელი და ევროპელი ინსტიტუციური ინვესტორები არიან. ირაკლი გილაური კომპანიას კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ხელმძღვანელობს. გვაქვს დაინტერესებული მხარეების დიდი ბაზა და ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის იყო ასეთი, რომ კომპანია არ უნდა იყოს ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში.

საბჭო სრულ ნდობას უცხადებს ბატონ გილაურს და ეწინააღმდეგება ნებისმიერ წინადადებას იმის შესახებ, რომ ამერიკა ან სხვა მთავრობა განიხილავს მის წინააღმდეგ რაიმე სახის ქმედებებს. დარწმუნებულები ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, პასუხისმგებელი ორგანოებიც იმავე დასკვნამდე მივლენ.

GCAP განაგრძობს მართვის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებას და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, კომპანიისა და გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე შესაბამისი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს