უჩა ნანუაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე - კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედაც, რომ ამ საკითხზე საქართველოშიც გამოძიება უნდა დაიწყოს

კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედაც, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და უმრავლესობის წევრებს ჰგონიათ, ყველგან დაუსჯელი იქნებიან.

„გამოძიების დაწყება აუცილებელია. ჩვენ ვნახეთ ფაქტი, იყო ძალადობის შემთხვევა, შესაბამისად, როცა საუბარია პარლამენტის წევრზე, თანამდებობის პირზე, მათი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს. პარლამენტის წევრს აქვს თმენის ვალდებულება. ის ვალდებულია კრიტიკა აიტანოს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მან მიიღო, საუბარია მათ შორის „რუსულ კანონზე“. ის მზად უნდა იყოს, რომ ასეთი კრიტიკა მიიღოს. როცა ამას ვერ ახერხებს და ძალას იყენებს, მით უმეტეს უცხო სახელმწიფოში, ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პრაქტიკულად, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და ჰგონიათ, ყველგან დაუსჯელი იქნებიან. გამოძიება აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დანაშაულის შემცველი კადრები. კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედაც, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება“, -განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ