ლევან მაჭავარიანი - ჟურნალისტობა ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სტანდარტის შესაბამისია და ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული

ჟურნალისტობა ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს - დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სტანდარტის შესაბამისია და ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული, - აღნიშნული შეფასება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მაჭავარიანის თქმით, „ამ ქალბატონმა პოლიციელს სილა გააწნა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია".

„მერწმუნეთ, ასეთი კადრი ისეთ ქვეყნებში რომ გვენახა, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლიციელთა მხრიდან გაცილებით მკაცრ ფორმებს ვიხილავდით. ეს ქალბატონი უბრალოდ დაკავებულია.

ის, თუ როგორ შეფასდება მისი ქმედება პროკურატურის თუ მოსამართლეების მხრიდან, ეს თავიდან ბოლომდე მათი პრეროგატივაა და მე მათ საქმეში არ ჩავერევი", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ როდესაც საპროტესტო აქციები მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმის გაპროტესტება, რასაც ის გასაპროტესტებლად მიიჩნევს და მას ამაში ხელს არავინ უშლის.

„თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა შეუძლიათ ქუჩა გადაკეტონ. მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდნენ. ასეთ შემთხვევაში არც პოლიციის მხრიდან ისმის აქციის დაშლის მოწოდება - ჩვეულებრივ აპროტესტებენ, მიდიან და მოდიან, როგორც უნდათ და რა დროსაც უნდათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში