„ბათუმელების“ რედაქტორი ნანა კვაჭაძე - მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება არის პოლიტიკური, რეჟიმის, რუსული გადაწყვეტილება

„ბათუმელების“ რედაქტორის, ნანა კვაჭაძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება „პოლიტიკური, რუსული გადაწყვეტილებაა“.

როგორც კვაჭაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დაპატიმრებულია ქალი, რომელმაც საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალება შექმნა.

„ქალი, რომელმაც შექმნა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალება, დღეს არის დაპატიმრებული. პატიმრობაში დატოვების არანაირი საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო რეჟიმის, ეს იყო რუსული გადაწყვეტილება“,- განაცხადა ნანა კვაჭაძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

ამ დროისთვის, ბათუმის სასამართლოსთან აქცია იმართება. პროტესტს მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც შეუერთდნენ.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე