ნიკა გვარამია - რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს

რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.

„მზია ამაღლობელი იმიტომაც დააკავეს, რომ პატიმრობაში გაეშვათ. სიმბოლოების დატყვევება რეჟიმების აგრესიულობის პიკებზე გამონაკლისი კი არა, ყველაზე კანონზომიერი წესია. რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს - უნდა დაინგრეს!“ - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. „თავისუფლება მზიას“ - სკანდირებდნენ სხდომაზე დამსწრეები. დარბაზში მყოფმა ჟურნალისტებმა მოსამართლესა და პროკურორებს მიმართეს სიტყვებით: „ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა