თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე - ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და ოპონენტების მიმართ - მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას

ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ - მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აღიარონ.

„სტრასბურგში, ჩვენი შეხვედრის შემდეგ საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ძირი გამოუთხარა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას, მიმართავს რეპრესიებს და ძალადობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

ჩემი აქ, თქვენთან შესახვედრად გამომგზავრების წინა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 ახალგაზრდა იქნა დაკავებული.

მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ საგანგებო რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა წარმოდგენილი.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის სახალხო პარტიის ყველა წევრს:

არ აღიარონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმი. მოუწოდონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ხალხს, თავისუფლად და შიშის გარეშე გამოხატონ თავიანთი ნება;

გააგრძელონ პერსონალური სანქციების დაკისრება, რაც უკვე განხორციელდა ევროკავშირის რამდენი წევრი სახელმწიფოს მიერ. თუმცა, ჩვენ გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ევროკავშირის დონეზე, რათა ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლება, რომ დათმოს ძალაუფლება და ჩატარდეს ახალი არჩევნები;

ფინანსური დახმარება სრულად იქნას მიმართული თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად და მოქალაქეების გასაძლიერებლად;

მოითხოვონ რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის, ისევე, როგორც პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება;

და ბოლოს, მოგიწოდებთ, არ ცნოთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური საპარლამენტო დელეგაციები არც ერთ საპარლამენტო ფორუმზე, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი