ევროპარლამენტარი - როცა აშშ სანქციებს უწესებს ოლიგარქ ივანიშვილს, ევროკავშირის საბჭო მხოლოდ გეგმებს ამზადებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე, რაც სრულიად არასაკმარისია

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ.

„გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში ნომერი პირველი პრიორიტეტია. მაშინ როცა ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პირველი ტესტი ევროპის შესაძლებლობისთვის, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე საქართველოში ხდება. უპრეცედენტო რაოდენობით ქართველი ხალხი რამდენიმე თვეა მობილიზებულია, რათა პროტესტი გამოხატოს რეჟიმის მიმართ, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, გულში იკრავს რუსეთს, რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ვიზიტის დროს. ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან მარტა კოსს ჰკითხა, რის გაკეთებას აპირებს სანქციების დასაწესებლად, უჭერს თუ არა მხარს საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებას და რა სხვა ზომებს მიიღებს ქართველი დემოკრატების დასახმარებლად, რაზეც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში უპასუხა: „გეთანხმები, რენიერ ვან ლანშოტ. მე, პირადად, საქართველოს სიამოვნებით დავაყენებდი დღის წესრიგში უფრო მაღლა“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა