ლევან ლორთქიფანიძე - თუ პოლიტიკური ძალები, საერთაშორისო გამოცდილებას გაიზიარებენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, შეიძლება უფრო მეტად დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან

პოლიტოლოგის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი პრობლემები ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება იყო.

როგორც მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ პოლიტიკური ძალები შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, შეიძლება, უფრო მეტად “დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან”.

“მთავარი პრობლემები ამ არჩევნებს ჰქონდა ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება. შესაბამისად, შესამუშავებელია მექანიზმები, რომლებიც ადამიანებს, სუსტ მოქალაქეებს დაიცავს, სწორედ მოსყიდვისგან, დაშინებისგან, უშიშროების გავლენისგან, ფულის გადარიცხვისგან და ა.შ. ასეთი მექანიზმები მსოფლიოში ბევრ ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში შეუმუშავებიათ. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება. თუ პოლიტიკური ძალები, ამ გამოცდილებას გაიზიარებენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვენ, მგონია, რომ შეიძლება უფრო მეტად დავაზღვიოთ და დავიცვათ ადამიანები ზეწოლისგან, რომელიც მოდის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმებისგან.

საქართველოს აქვს სხვადასხვა გამოცდილება, ვთქვათ, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დააბრუნეს ძველი პარლამენტი და ძველმა პარლამენტმა მიიღო. არის შემთხვევები, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ახლად არჩეული პარლამენტი ცდილობდა საკანონმდებლო ცლილების მიღწევას. ასე რომ, ეს გზები შესათანხმებელია”, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლები და იურისტები შეხვდნენ. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მათ შეხვედრაზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ამ დროისთვის, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას კვლავ აგრძელებენ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი