თენგო თევზაძე - "ქართული ოცნება" არის ბოლო პოლიტიკური გუნდი, რომელიც არჩევნებს აყალბებს საქართველოში

"ქართული ოცნება" არის ბოლო პოლიტიკური გუნდი, რომელიც არჩევნებს აყალბებს საქართველოში, - ამის შესახებ პარტია "ახალის" წევრმა თენგო თევზაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თევზაძის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, საარჩევნო დავებსა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ეხება.

"იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელზეც ნაწილობრივ ოპოზიცია პრინციპების დონეზე შეთანხმებულია და უახლოეს პერიოდში ეს შეთანხმება გაოფიციალურდება იმიტომ, რომ ბევრი სხვა საკითხიც არის, რომელზეც უნდა მიიღწეს კონსენსუსი.

ძირითადი საკითხები, რაზეც ვმსჯელობდით, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ვინაიდან ამ საარჩევნო ადმინისტრაციას არანაირი ნდობა არ აქვს. ასევე, საარჩევნო საჩივრები - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ განიხილავს, როგორ უნდა იყოს განხილული. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევძლოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, შეძლონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

ასევე, ამომრჩეველთა ერთიანი სიები, ეს ვერიფიკაციის აპარატი იქნება თუ ძველი მოდელი, ორივეში ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ გადაამოწმოს საკუთარი თავი, მის ნაცვლად ვინმე სხვამ ხომ არ მისცა ხმა, რაც ამ არჩევნებზე არა ერთგზის გამოჩნდა, რომ ამას იყენებდა "ქართული ოცნება", რის შედეგადაც გაყალბდა არჩევნები - ამაზეა მსჯელობა, ამაზე მიმდინარეობს შეთანხმება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პოზიტიური განწყობა და სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, იქნება მიღწეული და "ქართული ოცნება" არის ბოლო პოლიტიკური გუნდი, რომელიც არჩევნებს აყალბებს საქართველოში", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება