თამარ ჩუგოშვილი - რამდენიმე მოსალოდნელი სცენარია - იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ინიშნება, როგორი მომზადებით უნდა შევხვდეთ ქვეყანა

რამდენიმე მოსალოდნელი სცენარია - იმ შემთხვევაში, თუ ინიშნება არჩევნები, როგორი მომზადებით უნდა შევხვდეთ, - ამის შესახებ იურისტმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ის ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს, რადგან შეხვედრაზე მხარეებმა მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საუბარი დავიწყეთ, მათ შორის, გარკვეული პერიოდის წინ და ამაში საიდუმლო არაფერია - რამდენიმე მოსალოდნელი სცენარია. იმ შემთხვევაში, თუ ინიშნება არჩევნები, როგორი მომზადებით უნდა შევხვდეთ ქვეყანა ამ სიტუაციას. იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივად გრძელდება ის პროტესტი და ის ვითარება, რომელშიც ვართ, პოლიტიკურად როგორ უნდა შევხვდეთ ამ ყველაფერს მომზადებული.

ამ ეტაპზე ვერანაირ კონკრეტიკას ვერ გაგიზიარებთ, აზრების გაცვლა-გამოცვლა იყო უფრო მეტად", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა