ეკა ბესელია - მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შეჯერება და პრეზიდენტთან ერთიანი ხედვის თავმოყრა, რომელიც არჩევნების ძირითად პრინციპებს ეხება

მალე იქნება მზად დოკუმენტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი პოზიცია იქნება შეჯერებული და სალომე ზურაბიშვილს ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს ექნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ იურისტმა ეკა ბესელიამ მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ბესელიას თქმით, შეხვედრის ძირითადი საკითხი სწორედ ახალი არჩევნები იყო, რომელიც აუცილებლად დაინიშნება, რაც არ უნდა უარყოს "ქართულმა ოცნებამ".

"მნიშვნელოვანი თემაა არჩევნები, რომელიც გარდაუვალია, დაინიშნება, რამდენიც არ უნდა უარყოს ეს "ქართულმა ოცნებამ". მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციის შეჯერება და პრეზიდენტთან ერთიანი ხედვის თავმოყრა, რომელიც ეხება არჩევნების ძირითად პრინციპებს - როგორ უნდა ჩატარდეს, რა წინაპირობებითა და რა რისკების დაზღვევით, რომელიც აჩვენა ბოლო არჩევნებმა და სად არის ის საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება, ამაზე საჭიროა წინსწრებით მუშაობა.

დოკუმენტი უკვე რამდენიმე დღეში სრულდება. ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით საერთო პოზიცია პრეზიდენტს ექნება და პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ხედვის შეჯერება ხდება და მალე დასრულდება ეს პროცესი.

ეს დოკუმენტი, ეს ერთიანი პოზიცია პრეზიდენტს ექნება მნიშვნელოვანი ვიზიტის დროს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა