ესტონეთის საგარეო უწყება - ესტონეთი ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც ბათუმსა და თბილისში უსამართლოდ დააკავეს

ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში. ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიები, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაპატიმრებები, მიუღებელია.

ესტონეთი, როგორც “მედიის თავისუფლების თანათავმჯდომარე”, ყველა ჟურნალისტის გათვისუფლების მოწოდებით გამოდის, ვინც უსამართლოდ დააკავეს ბათუმსა და თბილისში”, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს