მიხაილ როთი - თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება - საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია

თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება, საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს დისკუსიისთვის დემოკრატიაზე, რომელიც ჩამოშლის პირასაა. ყველა მზერა საქართველოზე!", - წერს როთი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო