ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.

თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ ოცნებას".

"ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა შეცდომა დაუშვით "ქართული ოცნება". დანდობა არ იქნება, გპირდებით! საქართველოს პროკურატურა, 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი, დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ! ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად !", - წერს მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილის აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "უდიდესი შეცდომა დაუშვა"

"ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა ხომ გახსოვთ გახარია მიმართ? დღეს ეს იყო პირადად ივანიშვილი. პასუხისმგებლობაც არის პირველ რიგში ივანიშვილის. ბიძინას შიში რომ გახარიას ჰქონოდა, პოლიტიკაში არ დარჩებოდა. უდიდესი შეცდომა დაუშვა. უდიდესი", - წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე "მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს" და შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს.

"ერთი მტკიცებულება მაინც რომ დამხვდეს განადგურებული, ცუდად იქნება. კამერები, ანაბეჭდები და ა.შ.!

ვურეკავ აჭარის ა/რ პროკურორს. არ მპასუხობს. შერატონის დაცვა უკვე გადამალეს. მტკიცებულებების განადგურება დაიწყეს", - წერს მეზვრიშვილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო