მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან - გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!

გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია! - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე თავდასხმას.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!

„კრიმინალური, არალეგიტიმური ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დარბევის, მასობრივი დაპატიმრებებისა და რეპრესიების შემდეგ უკვე პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა!

„ქართული ოცნების“ ვითომ პოლიტიკოსები, სინამდვილეში კი ზონდერები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ნიღაბს უკვე მთლიანად იხსნიან. გიორგი გახარიაზე თავდასხმა არის ზუსტად ის, რასაც კრიმინალური რუსული ხელისუფლება ჰქვია!

გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, "ოცნების" კრიმინალურ ბანდას კი მალე გავიტანთ პოლიტიკური სცენიდან!

ყველა მოძალადე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება!“ - წერს ხაზარაძე.

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ