თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ის მარტა კოსს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოწვეული იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ საქართველო იქნება მისი პრიორიტეტი და მისი მანდატის ფარგლებში არის რეალური შანსი ევროკავშირის გაფართოების, თუმცა ახლა ივანიშვილის ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველო ამ შესაძლებლობას კარგავს. მეტიც, საქართველო კარგავს მილიონობით ევროს დაფინანსებას, რომლის მიმართვა მოხდება დამოუკიდებელ მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ, რომელსაც ივანიშვილი იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი.

მე ვესაუბრე მარტა კოსს დეტალურად საქართველოზე, სანქციების პოლიტიკის გატარების მნიშვნელობაზე, ინდივიდუალური სანქციების ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის მასთან შეზრდილი ბიზნესმენების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ვაიძულოთ დატოვოს ხელისუფლება, ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული ევროპული განვითარების გზას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ