კახა კალაძე - მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ შემსრულებელს, მათ მიმართ იყო დიდი ბულინგი, თუმცა, ისინი თბილისელების, ხალხის გვერდით დადგნენ და თავის სიმღერებით ჩვენი დედაქალაქი გაალამაზეს

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები იყო ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები [მეწარმეები] ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს გამართულად ემუშავა - კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის მტკიცებით, გასულ წელს მეწარმეების მხრიდან საახალწლო სოფელში მონაწილეობაზე „ძალიან დიდი მოთხოვნა იყო“.

„2025 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდა, რომელიც 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მინდა გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანა და მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა კომპანიას, ვინც შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩართული იყო საახალწლო სოფლის ღონისძიებების ორგანიზებაში და განსაკუთრებული მადლობა მეწარმეებს, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელი იქნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, შემოტევები იყო ფაშისტური ორგანიზაციების მხრიდან, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საახალწლო სოფელს გამართულად ემუშავა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მეწარმეების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ვერ დავაკმაყოფილეთ, თუმცა გპირდებით, რომ მომავალი წლისთვის ჩვენი საშობაო-საახალწლო სივრცე კიდევ უფრო დიდი, მასშტაბური იქნება, სადაც შევეცდებით, რომ ყველა ადამიანს დავეხმაროთ, ყველა მეწარმეს ხელი შევუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქციის გაყიდვა საახალწლო სოფელში მოახერხოს“, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ქართველი შემსრულებლების მისამართითაც იყო ბულინგი, შეურაცხყოფები, „თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თბილისელების, ხალხის გვერდით დადგნენ“.

„მინდა მადლობა გადავუხადო ასევე არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს და ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის, ასევე მათი მისამართით იყო ძალიან დიდი ბულინგი, შეურაცხყოფები, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები თბილისელების, ხალხის გვერდით დადგნენ. რა თქმა უნდა, თავისი შემოქმედებით, სიმღერებით ჩვენი დედაქალაქი გაალამაზეს. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ მომავალშიც თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის ნებისმიერ საკითხში, თემაზე. მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველას, თითოეულ თქვენგანს ექნება მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ