საია მოუწოდებს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა.

აღნიშნულის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს და როგორც გიორგი გახარიაზე, ისე ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-ს მოუწოდებს აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება, პროკურატურას კი მიმართავს განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

„საჯაროდ გავრცელებული წყაროების მიხედვით, 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრები (დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე) ჯგუფურად თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა. საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა კი, ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას.

ამის მიუხედავად, კვლავ, მოვუწოდებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება. საქართველოს პროკურატურას: სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე