გიორგი ვაშაძე - როგორც ჩანს, დაქირავებული ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი

როგორც ჩანს, დაქირავებული ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე - ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტია „გახარია საქართველოს“ ლიდერ გიორგი გახარიაზე და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის, ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტი და ამით ძალის დემონსტრირებას ცდილობენ.

ვაშაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ყველა დამნაშავე პასუხისგებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიეცემა.

„ეს არის სისტემური ძალადობა. სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას. ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს შემთხვევაზე, მაგალითად, მე თავს დამესხა დაქირავებული, გაუგებარი ადამიანი ე.წ. ატვიორკით და ახლა უკვე, როგორც ჩანს, ეს ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ცდილობენ, ამით რამენაირად ძალა აჩვენონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, სისტემურია დანაშაული და სისტემურია ძალადობა, რომელიც ხდება და ამას ერთიანი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. აქამდე თუ დაქირავებულ ადამიანებს უშვებდნენ ჩვენზე თავდასასხმელად, ახლა უკვე თვითონ პარლამენტარები და პოლიტიკოსები გადავიდნენ ამ ქმედებაზე. პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა ყველა, ოღონდ მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, თორემ არაფერი გამოძიება ახლა არ ჩატარდება. ჩემზე თავდამსხმელი (რომელიც ეს არის მკვლელობის მცდელობის მუხლი), დაასაჩუქრეს მანქანით, არა თუ გამოიძიეს რამე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს