„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ვგმობთ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა რუსულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებად“.

„ვგმობთ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას. უკვე არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ არა თუ ლეგიტიმური ხელისუფლება, არამედ ხელისუფლება საერთოდ არ გვყავს. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოყალიბდა რუსულ კლანურ-მაფიოზურ დაჯგუფებად, რომლის მთავარი ხელწერა არის სისტემური ძალადობა საკუთარ ხალხზე.

თითქმის 2 თვიანმა პროტესტმა აჩვენა, რისი ეშინია ხელისუფლებას, აჩვენა გზა, როგორ უნდა მივაღწიოთ გამარჯვებას, რომ უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ერთად საქართველოს, მისი თავისუფლებისა და ჩვენი მომავლის გადასარჩენად”, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა