ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს - ამ ეტაპზე ბრალი მას მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება

„უცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.

უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. საბოლოო ჯამში კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ოკმელაშვილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა.

მანამდე კი, სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა, გიორგი ოკმელაშვილმა.

„პოლიციელები, იყვნენ თუ არა ისინი, ვინც ჩვენზე ძალადობდა, მე არ ვიცი. ვინც იქ პოლიციელი იყო, იცავდა წესრიგს და ის ხალხი, ვინც ამ წესრიგს არღვევდა, გადმოდიოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა შედარებით სუსტ დემონსტრანტებს. აქედან გამომდინარე გამიჩნდა განცდა, რომ უნდა დავიცვა ის ხალხი, ვინც არის ჩემზე სუსტი. შესაბამისად, იქ, პოლიციელი იყო ის, თუ ვიღაც მოძალადე, პირობითად „ნინძა“, ვინც დემონსტრანტებს ძვლებში ამტვრევდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,[არ ვიცი]. თუ ვიდეოებს ნახავთ, დაინახავთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, შავებში ჩაცმული ადამიანები, ჯგუფად მოემართებოდნენ ჩვენკენ და იწყებოდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. მერე ისევ უკან წავიდოდნენ, ჩვენებს წაიყვანდნენ, ჩვენებში დემონსტრანტს ვგულისხმობ და შემდეგ იქ ათმაგად უსწორდებოდნენ. ამ ჯაჯგურში, ხელის კვრაში, ალბათ, მოხდა ის ფაქტი, რასაც ქალბატონი ანა (პროკურორი) ეძახის ჩუმად მიპარვას და თავდასხმას. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა გიორგი ოკმელაშვილმა.

სასამართლოზე ოკმელაშვილის ახლობლების მხრიდან ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება უკანონოდ დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს“.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, პოლიციელზე, ალექსანდრე ოხანაშვილზე თავდასხმას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით პოლიციის თანამშრომელს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

უწყების ცნობით, ოკმელაშვილი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა ნასამართლევი.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს