სალომე ზურაბიშვილი - გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებს პუტინის რეჟიმს - რაც მოხდა გიორგი გახარიას მიმართ, ასევე სრულიად წარმოუდგენელია

ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება - ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა, იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა გადავიდა ახალ ეტაპზე რუსული რეჟიმისა, რომელიც ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც „ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს“.

„მივმართავ, უპირველესად, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ფაქტია, რომ ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მოთმინების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აქ არსად ჩანს მოთმინება, პირიქით - როგორც ჩანს დეპუტატები (არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება) გამოყენებულები არიან ძალადობაში, რაც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს. ასევე, ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ ასევე სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები - ყველა მოქალაქეს ეხება - არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთაშორისო თანადგომაც იქნება, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ. ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა - იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმება საქართველო იმას, რომ ქვეყანა გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო