ლევან სანიკიძე - დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მოძალადე მოსამართლეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და პროკურატურის თანამშრომლების სანქცირებაზე მუშაობა

დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო - მოძალადე მოსამართლეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და პროკურატურის თანამშრომლების სანქცირებაზე მუშაობა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.

„დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, მოძალადე მოსამართლეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და პროკურატურის თანამშრომლების სანქცირებაზე მუშაობა. კერძოდ, თუ როგორ უნდა [ვისაუბროთ] ჩვენს დასავლელ - ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ სწორედ, ისინი არიან ამ სისტემის მთავარი საყრდენები, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი არქიტექტორები და ამავე დროს, რა შესაძლებლობები უნდა მივცეთ, იმ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც არ სურთ რეჟიმთან თანამშრომლობა და არ სურთ ივანიშვილის რეჟიმის ჭანჭიკებად საკუთარი თავის მოაზრება. სწორედ, ეს არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს მუშაობა იყო, რაზეც მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა და ამას მალე იხილავს ჩვენი მხარდამჭერი და ამ ქვეყნის მოქალაქეები“, - განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძის განმარტებით, დღეს პოლიტიკური პარტიებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც შესაძლოა სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაესწრონ.

„რაც შეეხება საარჩევნო დოკუმენტთან დაკავშირებულ საკითხს, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, სადაც უფრო მეტ ტექნიკურ დეტალზე იქნება საუბარი. პრინციპების დონეზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე გავლილია და ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს გვექნება ის ხედვა, თუ როგორ წარმოგვიდგენია, ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, იმ დროს, როდესაც ქვეყანას მართავს რუსეთის ემისარი და სუს-ი, შსს, პროკურატურა არის სრულად მის მორჩილებაში, დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა