ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში Invisso (ყოფილი Euromoney) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Invisso-ს ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, რეგულატორები და პოლიტიკოსები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან.

“ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა „ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ“, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე ინფლაციის მართვის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა კოორდინირებულმა ზომებმა წარმატება მოუტანა ქვეყანას. შედეგად, თითქმის ორი წელია ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებთან. შეხვედრა Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით იმართება და მას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის, Morgan Stanley Investment Management Limited, Fidelity Investments, Allianz Invest, Artisan Partners, Swedbank Investiciju valdymas, UAB და ა.შ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინვესტორებს წარუდგენს პრეზენტაციას საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებული ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე, დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს