კახა კალაძე - გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი - საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს - რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?

ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ არსებობს, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ცრუ ბრალდებები ისმის.

„დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება იმ ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთაც 26 ოქტომბრის შემდეგ ვისმენთ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რეალობაში, ამის ვერცერთი მაგალითი ვერ მოიყვანა ვერავინ. გაყალბების ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ არსებობს ბუნებაში და პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით ძალიან ვრცლად ისაუბრა. ზოგადად, რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი? ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა: როდესაც გაქვს სიცრუით გაჯერებული კამპანია და ატყუებ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტს ვერ ექნება ვერანაირი მუხტი. შედარებისთვის გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი - საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, რადგან არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც ის ბინძური, სისხლიანი რეჟიმი არ შეხებოდა და ეს აღქმის დონეზე კი არ იყო, ეს იყო რეალობა, იმიტომ, რომ კონკრეტულ ოჯახებს შეეხნენ; ბიზნესებს შეეხნენ - ართმევდნენ, აუბედურებდნენ; ქუჩაში კლავდნენ და დღევანდელობას რომ შევადაროთ, დღეს ისმის უბრალოდ განცხადებები - არანაირი ფაქტები, მტკიცებულებები არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ვერცერთი ფაქტი ვერც ოპოზიციურმა პარტიებმა და ვერ უცხოელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს.

„მათი სიცრუის კამპანია, რასაც ვხედავთ ვითომ გაბრაზებული მოქალაქეების სახით, დაფუძნებულია ტყუილზე. ამდენი ხნის განმავლობაში, ვერცერთმა პოლიტიკოსმა, ვერცერთმა ადამიანმა, წარმოიდგინეთ, რამდენი დამკვირვებელი, რამდენი პარტიის წარმომადგენელი ჰყავდათ და ვერავინ ვერ დადო ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე უპასუხა შეკითხვას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების ვიზიტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება.

„მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, საქართველოში ჩამოვიდნენ. გაიმართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მიეწოდათ ყველანაირი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, ევროინტეგრაციის პროცესზე, რომელიც გრძელდება. ყველაფერი მიმდინარეობს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა